პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ადვოკატები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩენს სააპელაციოში კვირას, ან ორშაბათს გაასაჩივრებენ. Aამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განაცხადა.
,,გუშინ საღამოს მივიღეთ განაჩენი, რომელიც 44 ფურცლისგან შედგება. Mმის გასაცნობად 2-3 დღე მაინც დამჭირდება და ვფიქრობ, რომ კვირა-ორშაბათს შევიტანთ სარჩელს სააპელაციო სასამართლოში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახნიაურმა.
კითხვაზე აქვს თუ არა სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი ადვოკატი პასუხობს:
,,ამ ქვეყანაში რამის იმედი შეიძლება გქონდეს? ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ემზარ კვიციანის ინტერესების დამცველმა რევაზ კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომა ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ემზარ კვიციანი დამნაშავედ სცნეს უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში. მსჯავრდებული ბრალდებებს უარყოფს.
ემზარ კვიციანი 2014 წლის თებერვალში მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებისას დააკავეს.