ხვალ, 4 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი'' საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო მონიტორინგის სამი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.
საია სისხლის სამართლის პროცესების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კი - ადმინისტრაციული პროცესების სამწლიანი მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. ანგარიშები მოიცავს ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებზე, აგრეთვე რეგიონულ სასამართლოებზე დაკვირვების შედეგებს. წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის თავდაპირველი შედეგები, პროგრესი სამი წლის განმავლობაში და არსებული გამოწვევები.