ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოლდომუსი კონგანტიევის ნათესავებმა ბიშკეკ-ოშის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რომელიც ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილეთ ნაწილებს აკავშირებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონგანტიევის ნათესავები ოპოზიციისგან შს მინისტრის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც, მათი მტკიცებით, ქალაქ ტალასში ჰყავთ დატყვევებული.
ახლობელბი აცხადებენ, რომ მოლდომუსი კონგანტიევი ტალასში 7 აპრილს რეგიონში ვითარების დარეგულირების გამო გემგზავრა. თუმცა იგი ოპოზიციის მომხრეებმა შეიპყრეს და სასტიკად სცემეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს მინისტრი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.