ბიშკეკის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მოროდიორები იკრიბებიან. ამის შესახებ რადიო ~ეხო მოსკვი~ იუწყება.
მათი ინფორმაციით, რადიოს ბიშკეკის ცენტრიდან თვითმხილველებმა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმართულებით 200 ადამიანი გადაადგილდება, რომელთა ნაწილი ავტომატებითაა შეიარაღებული.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ახალმა შს მინისტრმა ბოლოტ შერნიაზოვმა მოროდიორების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება რამდენიმე საათის წინ უკვე გასცა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.