ყირგიზეთის დროებით მთავრობას რუსეთის დახმარების იმედი აქვს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის მოადგილე ალმაზბეკ ატამბაევზე დაყრდნობით იუწყება.
"იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მოძმე ყირგიზ ხალხს დაეხმარება. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ყველანაირ დახმარებას მივიღებთ, რომლსაც ის მოძმე ყირგიზეთს აღმოუჩენს", - აღნიშნა ატამბაევმა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.