რუსეთი შექმნილი ვითარების ფონზე "სამხრეთ ნაკადის" პროექტის რეალიზებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კრემლის ლიდერმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, რუსულ მხარეს ბულგარეთისგან თანხმობა ჯერ არ მიუღია, რის გამოც იძულებულია "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობაზე უარი თქვას. "ასეთ პირობებში პროექტის რეალიზებაზე ფიქრი ზედმეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ ზღვის ფსკერზე მილების გაყვანას, მივალთ ბულგარეთის სანაპიროებამდე და გავჩერდებით,"-განაცხადა პუტინმა.