11 აპრილს, 13:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და "ბილაინთან" ერთად ატარებს ღონისძიებას "გავამწვანოთ თბილისი~, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.
ღონისძიების ორგანიზატორები გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე აღსაზრდელებთან ერთად დარგავენ ფიჭვებსა და თრიმლის ხეებს.