,,ლევადა-ცენტრის" გამოკითხვის თანახმად, მომავალ კვირას რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, რუსეთის მოქალაქეების 53 % ხმას პუტინს მისცემს. 
ზოგადად, რუსეთის მოქალაქეების 82 % უპირატესობას ისევ ვლადიმერ პუტინს ანიჭებს.
ოქტომბრის თვეში, მსგავსი გამოკითხვით, პუტინის ელექტრონული რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებლს, 88 %-ს აღწევდა, დღესითვის კი ეს ციფრი შემცირებულია. 
მმართველი პარტიის ,,ერთიანი რუსეთის" რეიტინგიც ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ნოემბრის გამოკითხვებით პუტინის პარტიას რუსების  64 % პროცენტი უჭერს მხარს, ოქტომბრის თვეშიკი  მისი მომხრე მოქალაქეების 68 % იყო.