ექსპერტ დავით ნარმანიას განცხადებით, ერთიანი საგადასახადო განაკვეთის ამოქმედება პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მოთხოვნა, იმპორტირებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთიანი საგადასახადო განაკვეთის ამოქმედებასთან დაკავშირებით სავსებით მოსალოდნელი და მისაღებია.
"დიფერენცირებული გადასახადები მხოლოდ თამბაქოზე გვაქვს და თუ მოთხოვნაა, ამის დაბალანსებაც არ არის პრობლემა. ეს მოთხოვნა მოსალოდნელი იყო და უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი განცხადებით, სხვადასხვა იმპორტის არსებობა, იმპორტირებული პროდუქციის დისკრიმინაციად არ უნდა ჩაითვალოს, ეს უბრალოდ ადგილობრივი წარმოების გაუმჯობესების მიზნით ხდებოდა