საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა ესპანელ ბიზნესმენებსა და ფორუმის მონაწილეებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული ვითარება გააცნო.
ბიზნესფორუმზე ესპანელი ბიზნესმენების მიერ შეკითხვები დაისვა თავისუფალი ეკონომიკური აქტის შესახებ, ასევე საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებზე. ესპანელი ბიზნესმენების განცხადებით, უკვე არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ისინი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაახმაურებენ.
"არის რამდენიმე ინვესტორი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ სურთ თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავდეთ საქართველოში. მხარდაჭერა გვექნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე გვექნება მხარდაჭერა ვიზის ხელშეკრულებასთან დაკავშირებთ", _ განაცხადა გილაურმა.