დღეს, 8 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პარტიების ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად "ხელისუფლების მიერ სტამბების დატერორების" ფაქტებს გააპროტესტებენ.
მიტინგი რესტორან "ფაეტონთან", 11:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭო" ხელისუფლებას სტამბების დატერორებაში ადანაშაულებს, რის გამოც, საბჭოს ლიდერების მტკიცებით, სტამბები მათ საარჩევნო ბუკლეტების დაბეჭდვაზე უარს ეუბნებიან.