დღეს, 8 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა, გილაური საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომას დაესწრება, რომელიც ასტანაში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.
აღნიშნულ სხდომას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, მჭედლიშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული საქართველოს პრემიერ- მინისტრი გილაური ყაზახეთის პრეზიდენტმაც მიიღოს.
სავარაუდოდ, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი ბიზნესწრეების წამომადგენლებთანაც.
გილაურის ყაზახეთში ვიზიტი 9 აპრილს დასრულდება.