დღეს, 8 აპრილს, თბილისის ისტორიის მუზეუმში, წარმოდგენილი იქნება მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის პროექტი, სახელწოდებით "ცხრა აპრილის შემდეგ".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ცხრა აპრილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. იგი მოიცავს ექვს პირობით სერიას, რომლებიც დაკომპლექტებულია ფერწერული ტილოებისაგან და ინსტალაციისგან.
აღსანიშნავია, რომ ამ ხელოვანის შემოქმედებაში, ეს თემა და მისი შემადგენელი მოტივები პირველად იჩენს თავს.
გოგი ჩაგელიშვილის შემოქმედებაში კოლორიტს მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი უჭირავს. პროექტში "ცხრა აპრილის შემდეგ", სწორედ ეს დამახიასიათებელი თავისებურებაა წარმოდგენილი.
გოგი ჩაგელიშვილი ცნობილია როგორც მწერალი. მისი მოთხრობები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის რუსულ, თურქულ, ინგლისურ ენებზე.
ჩაგელიშვილის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; ეროვნული გალერეა, თბილისი; ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა, მოსკოვი; აღმოსავლეთის მუზეუმი, მოსკოვი; ხელოვნების ფონდი, მოსკოვი; ხელოვნების მუზეუმი, ბაიკალ-ამური; გალერეა "გერცევი", მოსკოვი. კერძო კოლექციები: მოსკოვი, ბარსელონა, ოტავა, სტამბული, მონრეალი, ნიუ იორკი.