საქართველო ყირგიზეთს დაეხმარება. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის საგარეო უწყებას უკვე მისცა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირგიზეთის მთავარ დიპლომატიურ უწყებასთან გაარკვევს, კონკრეტულად რა სახის დახმარება ესაჭიროება ყირგიზ ხალხს.
"საქართველო მხარს უჭერს მშვიდობას, ყირგიზეთის დამოუკიდებლობას და ყირგიზ ხალხს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის საგარეო უწყებას პირადად დაავალა, რომ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს და გაარკვიოს, რა სახის დახმარება ესაჭიროებათ მათ", - განმარტა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტი სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ყირგიზეთში ვითარება მალე დასტაბილურდება.