მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამოძიება 9 თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გამოძიებაში ჩართულმა ქვეყნებმა მიიღეს.
ავსტრალიის იუსტიციის მინისტრის, მაიკლ კინანის განმარტებით, საერთაშორისო ექსპერტები მუშაობას მომავალი წლის აგვისტომდე გააგრძელებენ. ავსტრალიელი მონიტორები კატასტროფის ადგილის შესწავლას მას შემდეგ განაგრძობენ, რაც დონბასში მათი უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ორი დღის წინ ჩამოგდებული თვითმფრინავის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს.