ებოლას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. საგანგაშო მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკით, ფატალურმა ეპიდემიამ გვინეაში, სიერრა-ლეონესა და ლიბერიაში 5147 ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში კი ებოლათი დაღუპულთა რაოდენობამ 5160-ს მიაღწია.
ყველაზე რთული მდგომარეობა დღეისათვის სიერრა-ლეონეშია შექმნილი, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსით 421 ადამიანი გარდაიცვალა.