მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საათი ჟენევაში სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ის 21 მილიონ 300 ათას დოლარად შეიძინა. უნიკალური ოქროს საათი, რომელიც 500 გრამს იწონის, გასული საუკუნის 30-იან წლებში შვეიცარიულმა კომპანია "პატეკ ფილიპმა" ნიუ-იორკელი ბანკირის, ჰენრი გრეივსის დაკვეთით დაამზადა, რისთვისაც სრული 8 წელი დასჭირდა. სოტბის აუქციონზე საათი მისი ბოლო მფლობელის, კატარელი კოლექციონერის, საუდ ბინ მუჰამედ ალ ტანის გარდაცვალების შემდეგ გაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები