ჰოლანდიელმა ექსპერტებმა დონბასში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. რეპატრიაციული მისიის ხელმძღვანელის, პიტერ იაპ ალბერსბერგის განცხადებით, თვითმფრინავის ნამსხვრევები იმ ადგილზე იქნა ნაპოვნი, სადაც ჩამოვარდნილ ლაინერს ხანძარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ჰოლანდიელ ექსპერტებს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტრაგედიის ადგილას ნაპოვნი ორი პასპორტი გადასცეს. ნიდერლანდელ ექსპერტთა ჯგუფი კატასტროფის ადგილას უკვე მეხუთე დღეა მუშაობს. ნაპოვნი ნივთები ჯერ ხარკოვში, შემდეგ კი ჰოლანდიაში გადაიგზავნება, სადაც სასამართლო ექსპერტიაზს გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები