ცესკო ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულ თანხას მონიტორინგში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს გადაუნაწილებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, 3 აპრილს საარჩევნო კომისიას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მიმართა იმის თაობაზე, რომ პარტია მისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგისთვის გამოყოფილი თანხის (100 000 ლარი) ათვისებას არ აპირებს.
ცესკო აღნიშნულ თანხას სიების მონიტორინგის პროცესში მონაწილე იმ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის გადაანაწილებს, რომლებსაც 10 აპრილამდე დამატებითი სამუშაოს ჩატარება სურთ.
პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც აღნიშნული თანხის მიღებას გადაწყვეტს, ცესკოს ხვალ, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
განაცხადში პარტიამ უნდა მიუთითოს, რომ სიის მონიტორინგის ფარგლებში მას დამატებითი თანხა სჭირდება. თანხა მომდევნო კვირის ბოლომდე გადაირიცხება. მონიტორინგის შედეგების წარდგენის ბოლო ვადა კვლავ 10 აპრილია.