"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ემუქრება, მისი თქმით, მერაბიშვილს არჩევნების გაყალბება შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს. აღნიშნული განცხადება ნოღაიდელმა ვანო მერაბიშვილის "კომერსანტისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტარირებისას გააკეთა.
"მერაბიშვილს მორიგი არჩევნების გაყალბება ძალიან ძვირად დაუჯდება, შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი. ეს არის გაფრთხილება. სააკაშვილისა და მერაბიშვილის ამ ორი ლაჩრის ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს", - განაცხადა ნოღაიდელმა.
კითხვაზე არის თუ არა ეს მუქარა რეალური, მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხუმრობის დრო დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციას ადგილობრვ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" მათზე მაღალი რეიტინგი აქვს.