საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ირაკლი ალასანია არ იქნება. ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში გააკეთა.
"ალასანია პრეზიდენტი არ იქნება. მას შანსი არა აქვს. ალასანია ეს _ შევარდნაძის რევანშისტია", _ აცხადებს მერაბიშვილი და რუსი ჟურნალისტის კითხვაზე მაშ, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი ლაკონურად პასუხობს: "დრო გვიჩვენებს".