ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი, რომლის პირად ბიზნეს პრობლემები არ ექმნება ხელისუფლების მხარდამჭერად უფრო მოიაზრება, ვიდრე მოწინააღმდეგედ.
"უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერებთან ბრძოლა ფინანსური შემოსავლების გადაკეტვით და მათი ბიზნესების რეკეტითა და შევიწროებით იწყება. ნოღაიდელის შემთხვევაში ეს ასე არ ჩანს. საქართველოში ოპოზიციონერს, რომელსაც პირადი ბიზნესში ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ ექმნება ხელისუფლების მხარდამჭერებად უფრო მოიაზრებიან, ვიდრე მათ მოწინააღმდეგედ. ამის გათვალისწინებით, კი თვითმართველობის არჩევნების შედეგები გავჩვენებს მიიღებს თუ არა ნოღაიდელი დაპირებული 20%", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცისკარიშვილმა.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი ყველაფერი ერთი და იმავე სქემაში ჯდება და ვითარებას უფრო ადვილად ახსნადს ქმნის - რა უნდა ნოღაიდელს პოლიტიკაში, ვისი რეკომენდაციით მოხვდა და ვის ინტერესებს ემსახურება.
ს
"ეს პოლიტიკური ძალა კალაძიდან ლოთი ქობალიამდე და პირიქით ქართულმა საზოგადოებისთვის გამოკველვის საგანია. კახა კალაძემაც შესაძლოა იმ პირებისგან მიიღო "რჩევა", რომ ახალი ნიშის დაკავება მის ბიზნესს წადგებოდა, რომლებმაც თავის დროზე ნოღაიდელს პრორუსული ორიენტაციის დაკვება ურჩიეს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა და აქვე დასძინა, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ექს-პრემიერის მიმართ ძირითად კრიტიკა პუტინთან შეხვედრის გამო მოდის, ხოლო მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს საქმიანობა არავის აღარ ახსენდება, რომელიც ქართველი ამომრჩევლისთვის გაცილებით მიუღებელია.