ხვალ, 8 აპრილს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს პარლამენტში ელოდებიან.
იაკობაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, თემურ იაკობაშვილი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას გააცნობს და მისი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა 14:30 საათზე დაიწყება.