სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით თბილისში პრაიმერის ჩატარება დღესაც გაგრძელდება.
პრაიმერი დედაქალაქის მასშტაბით გუშინ, 6 აპრილს დაიწყო და წინასწარი არჩევნების ფარგლებში, 700-ზე მეტი უბნის 15 ათასამდე ამომრჩევლის "კარდაკარის" პრინციპით გამოკითხვა იგეგმება.
სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით პრაიმერის ჩატარება თბილისში ხვალ, 8 აპრილს, 20:00 საათზე დასრულდება, რის შედეგადაც თბილისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები გამოვლინდებიან.
სპეციალურდ ამისთვის დაბეჭდილია სამი სახის ბიულეტენი: მერობის კანდიდატისთვის, საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული წესით დეპუტატობის კანდიდატებისთვის.
ბიულეტენებს ამომრჩევლებს სახლებში მიუტანენ, რისი შევსების შემდეგაც მათ კონვერტებში დალუქავენ და საარჩევნო ოლქებს გადასცემენ.