ევროპა მოსკოვის ქმედებებით შეშფოთებულია. რუსეთმა ამჯერად პორტუგალიის საზღვაო სივრცე დაარღვია. სამეცნიერო-კვლევითმა გემმა პორტუგალიის ეკონომიკური ზონა გადაკვეთა, რის შემდეგაც საზღვრის დაცვის სამსახურმა რუსულ ხომალდს ქვეყნის ტერიტორიული წყლები დაატოვებინა. გასულ კვირას ნატოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. ნატოს რადარებმა ალიანსის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებლების რამდენიმე ჯგუფი დააფიქსირა.
მასალის გამოყენების პირობები