ვაშინგტონი რუსეთს არჩევანის წინაშე აყენებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, რუსეთზე დასავლეთის ზეწოლა გაგრძელდება.
ჯონ ქერი 2 ნოემბერს დონბასში ჩატარებულ დეფაქტო არჩევნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონი სეპარატისტული არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებს.