პენტაგონმა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტი ობამა კონგრესს მიმართავს. დღემდე ვაშინგტონი სირიასა და ერაყში საზღვაო ქვეითების შეყვანას კატეგორიულად გამორიცხავდა და ჯიჰადისტთა წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო იერიშებს ახორციელებდა. ახალი ინიციატივით თეთრი სახლის ლიდერი შუალედური არჩევნების შემდეგ გამოვიდა, რომელშიც რესპუბლიკელებმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. ობამამ ოპონენტებს გამარჯვება უკვე მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები