დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა ბურკინა-ფასოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც სამხედრო მაღალჩინოსნებმა სამოქალაქო პირებს ხელისუფლება უახლოეს ხანებში უნდა გადააბარონ. ამისთვის აფრიკულმა კავშირმა ქვეყნის სამხედრო მეთაურობას ორი კვირა მისცა, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი ჯერ კიდევ ვერ შედგა. ვითარება დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფოში პრეზიდენტ კამპაორეს გადადგომის შემდეგ დაიძაბა, როდესაც სამხედრო მაღალჩინოსნებმა დროებით პრეზიდენტად ვიცე-პოლკოვნიკი ისააკ ზიდა დანიშნეს. ხელისუფლებაში გენერლების მოსვლას Bურკინა-ფასოს დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები