თეთრი სახლის წარმომადგენლები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრონლობის სამიტსა და ,,დიდი ოციანის" შეკრებაზე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდნტების შეხვედრის შესაძლებლობას არ ადასტურებენ.
,,ჯერ-ჯერობით, ჩვენ არ შეგვიძლია ორმხრივი შეხვედრის შესახებ კონკრეტული რამ განვაცხადოთ ." - უთხრა ჟურნალისტებს ნაციონალურ საკითხებში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მდივანმა მარკ სტროჰმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"ამ დროისათვის ობამა-პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა ასეთ დიდ ღონისძიებებზე სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ"- აღნიშნულია პესკოვის განცხადებაში.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრონლობის სამიტი პეკინში 10-11 ნოემბერს გაიმართება, ხოლო G20-ის შეკრება 15-16 ნოემბერსაა ჩანიშნული.