ბრიუსელი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს კვირის ბოლომდე განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა განაცხადა. რაც შეეხება დონბასის დეფაქტო არჩევნებს, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 17 ნოემბრის მინისტერიალზე იმსჯელებენ. კოციანჩიჩი რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შეყვანის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრიუსელი ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები