დაავადების გამოვლენიდან სამი თვის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზცია აცხადებს, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ლიბერიაში, სადაც ებოლათი დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - დაავადების რიცხვი მცირდება.
ლიბერიის ჯანმრთეობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას სამკურნალო სპეციალურ ცენტრებში აუთვისებელი საწოლბის რაოდენობა გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, ექიმი ბრიუს ეილვორდი დამაიმედებელი მონაცემების მიუხედავად, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, შესაძლოა ვირუსის ხელახალი აფეთქება მოხდეს.
"სამწუხარო იქნება თუ ეს განცხადება მოსახლობის მიერ არასწორად იქნება აღქმული და ჩათვლიან, რომ დაავადება კონტროლქვეშაა. ეს იგივეა, რომ ვთქვათ - ჩვენი საყვარელი ვეფხვს სრულად ვაკონტროლებთ. ეს არის ძალიან, ძალიან საშიში დაავადება!", - აცხადებს ეილვორდი.
მისი თქმით, ებოლათი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში - დაახლოებით 5 000 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს რომ დაავადებით სიკვდლიანობის მაჩვენებელი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, 70%-ია.