პოპის დედოფლის, მადონას საქორწილო კაბა, რომელიც მომღერალს მსახიობ შონ პენთან ქორწინებისას ეცვა აუქციონზეა გამოტანილი. კაბის საწყისი ღირებულება 60 ათასი დოლარია. კაბასთან ერთად, ერთ ლოტად, იყიდება ფატაც.
საქორწილო კაბის გარდა აუქციონზე იყიდება 140 ნივთი, რომელიც მადონას კუთვნილებაა და მათი ფასი სააუქციონო სახლის მიერ 0,5 მლნ დოლარადაა შეფასებული.
ვაჭრობა, რომელსაც სააუქციონო სახლი Juliet's Auction-ი აწყობს, ბევერლი-ჰილზის გალერეაში 7-8 ნოემბერს გაიმართება. თუმცა აუქციონი ჰიტი მაინც მომღერლის კაბა Fuschia გახდება, რომელიც მადონას კლიპ Material Girl-ის გადაღებისას ეცვა.
აუქციონზე მადონას ნივთების გარდა გამოტანილი იქნება დევიდ ბოუვის, ჯონ ლენონისა და სხვა ცნობილი მსახიობებისა და მომღერლების ნივთები. საუბარია სულ 700-მდე ნივთზე.
მასალის გამოყენების პირობები