28 და 29 ოქტომბერს ნატომ ევროპის საჰაერო სივრცეში - ბალტიის, შავი და ჩრდილოეთის ზღვების, ასევე ატლანტიკის თავზე რუსეთის სამხედრო საბრძოლო თვითმფრინავების დააფიქსირა, რომლებიც მაშტაბურ სამხედრო მანევრებში მონაწილეობდნენ.
„29 ოქტომბერს, 3:00 საათზე ცენტრალური ევროპის დროით, ნატოს რადარებმა დააფიქსირეს რუსეთის თვითმფრინავების ჯგუფი - 8 სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი- ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
ნატოს ინფორმაციით, თვითმფრინავები აფრინდნენ რუსეთის ტერიტორიიდან, შემდეგ გადაიფრინეს ნორვეგიის ზღვა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. ამ მანევრის შემდეგ 6 თვითმფრინავი გაფრინდა რუსეთის მიმართულებით, ხოლო ორმა გააგრძელა ფრენა ნორვეგიის სანაპირო ზოლის პარალელულად. თვითფრინავების გადასაჭერ ოპერაციაში ჩაერთვნენ ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰარო ძალების თვითმფრინავები. მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები აღმოჩნდნენ ატლანტიკის თავზე მათ შეუერთდა პორტუგალიის ავიაგამანადგურებლები.
29 ოქტომბერის 16:00 საათითვის რუსეთის ორი ბომბდამშენი TU-95 ფრენას განაგრძობდა და ისინი არ რეგირებდნენ რადიოკავშირზე, არ შედიოდნენ კონტაქტში ავიაციის სამოქალაქო სამსახურებთან რითაც პოტენციურ საფრთხეს ქმნიდნენ სამოქალაქო ავიაციისთვის.
ასევე 29 ოქტომბერს, ნატოს რადარებმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს ორი TU -95 და ორი SU-27. დროის ამავე მონაკვეთში ბალტიის ზღვის თავზე, ასევე დაფიქსირდა ორი MIG31, ორი ავიაგამანადგურებელი-ბომბდამშენი SU -34 და ორიბომბდამშენი SU - 24 და ერთიავაგამანადგურებელი SU-27.
რუსულ მხარეს ნატოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები