ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო დასკვნით ფაზაზე გადადის.
,,უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიხარულო ცნობა ევროკომისიიდან: ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და ოფიციალურად გადავდივართ მეორე, დასკვნით ფაზაზე! ერთი ნაბიჯი ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის დასრულებამდე! წინ, ევროპისკენ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად!", _აცხადებს პეტრიაშვილი.
საქართველომ დააკმაყოფილა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და შესაძლებელია დაიწყოს მეორე ეტაპი. Aამის შესახებ, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მოხარული ვარ, შედეგების შეფასებით და მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლების მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რომელიც საქართველოს დაახლოებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელებს მიზანთან", _ განაცხადა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.
ევროკომისია ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტრუქტურების განხორციელებაში,
საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.