"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას დღეიდან გეგმავს.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში"აცხადებენ, აქციის მიზანი რუსეთის ქმედებების გაპროტესტება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენაა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.
საპროტესტო აქცია 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.