დღეს, 24 ოქტომბერს, 19:30 საათზე,თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლაში" ე. მიქელაძის ცენტრი წარმოადგენს „უკრაინის დღეებს".
ღონისძიებაში მონაწილეობს: საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი-დირიჟორი. არტემ პულუდენი-ჩელო და დმიტრი ტკაჩენკო- ვიოლინო.
„უკრაინის დღეების" ფარგლებში „ქარვასლაში" კონცერტები გაიმართება ასევე 25,26 ოქტომბერს. „უკრაინის დღეების" ფარგლებში თბილისს ეწვია უკრაინელი მუსიკოსები: არტემ პოლუდენი (ჩელო), დმიტრი ტკაჩენკო (ვიოლინო), მარგარიტა ხაკიმოვა (ფლეიტა), ოლეგ მოროზი (კლარნეტი), იური ნემიროვსკი (კლარნეტი), იური ლიტუნი (ჰობოი). აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები: თეიმურაზ ჯაიანი (ვიოლინო), გიორგი ცაგარელი (ალტი), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა), დირიჟორები კი ნიკოლოზ რაჭველი და ილია ინაიშვილი იქნებიან.
ღონისძიების ორგანიზატორია: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოში უკრაინის საელჩო.