7 ნოემბერს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში თურქი მხატვრის დევრი მერბილის გამოფენა სახელწოდებით ,,სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული, უძველესი ქალაქის- სტამბოლის ხედებით ინსპირირებული 26 ნამუშევარი.
დევრი მერბილი დაიბადა თურქეთის ქალაქ უშაკში. დაამთავრა სტამბოლის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოგვიანებით ხელმძღვანლობდა სამხატვრო სწავლებასა და კვლევებს ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. 2005 წელს დააფუძნა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დოღუშის უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
გამოფენა იმართება საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტრო.
გამოფენა 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები