იყო მთელი რიგი განაჩენები, რომლებზეც ჩვენ გამოვხატეთ წუხილი და ეს ისევ ძალაში რჩება, - ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოში, ყოფილ მარალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საასმართლო პროცსესების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას განაგრძობს.
"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის პროცესის თანმიმდევრულობის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა გამოირიცხოს იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელშიც უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისადმი პატივისცემა და ღია დებატები.
ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენ გამოვხატეთ წუხილი ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ და ეს შეშფოთება ძალაში რჩება. არ მინდა, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბრო, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულია, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით, იყო რიგი საქმეებისა, რომლებზეც ჩვენ გამოვხატეთ წუხილი. როდესაც მივუთითებთ, რომ უერთგულონ სამართლის უზენაესობას და სასამართლო სისტემამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმუშოს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აზრით, ეს ასე არ ყოფილა", - განაცხადა ფსაკიმ.