დღეს, 6 აპრილს, 15:00 საათზე, ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ ოფისში ~ალიანსი საქართველოსთვის~ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და ~დაიცავი საქართველოს~ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური თანხმობის ფარგლებში, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციას გამართვენ.
ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების დაწყების შესახებ სოზარ სუბარმა და ლევან გაჩეჩილაძემ 1-ელ აპრილს განაცხადეს. სუბარისა და გაჩსჩილაძის განცხადებით, არჩევნების მოგების ერთადერთი პირობა გამარჯვების ერთიანი ფორმულის შემუშავებაა, რომლის ირგვლივაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს.
ოპოზიციური თანხმობის ფარგლებში, გაჩეჩილაძემ და სუბარმა კონსულტაციები უკვე გამართეს ~მრეწველებთან~ და ~ეროვნულ საბჭოსთან~, რომლებმაც, ერთიანობის შემთხვევაში, საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები