ოქტომბერს „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის მთავარი თემა გახლდათ ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეხვედრას, სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებთან ერთად ესწრებოდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ამ კუთხით ვითარების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე:
„ეროვნული უმცირესობების ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქართული პოლიტიკური სპექტრის წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს უმაღლესი კომისრის ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში და ნიდერლანდების ინსტიტუტის მიერ წამოწყებული პროექტი, რომელშიც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" აპირებს მნიშვნელოვანი რესურსით იქნეს წარმოდგენილი როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში გვექნება მზად ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ეროვნული უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები რაც ჩვენ აქამდე გვაქვს განხორციელებული, რაც გულისხმობს გენდერულ საკითხებში ქალბატონების ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა იმ საარჩევნო სიაში, რომელიც საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში იქნა წარმოდგენილი, ასევე პირველი ნაბიჯები რომელიც მაგალითი უნდა იყოს სხვა პოლიტიკური ძალებისათვის, ეს არის ვრცელი საარჩევნო პროგრამის თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე.
ჩვენ მზად ვართ ქართული პოლიტიკური სპექტრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ რეგიონალურ გასვლებში, წარმოვადგინოთ როგორც საკუთარი რესურსები, ასევე გზა დავუთმოთ სტაჟირებისთვის და შემდგომში სრული ჩართულობისთვის ეროვნული უმცირესობების იმ აქტივისტებს, რომელთაც სურვილი ექნებათ ჩაერთონ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაეცნონ მის სამომავლო გეგმებს და მათი სურვილის მიხედვით მნიშვნელოვანი წვლილი მიიღონ უშუალოდ საარჩევნო პროცესებში," - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები