საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოხატავს კანადაში პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.
,,შეშფოთებული ვარ ოტავაში პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა.საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს აქტიურად თანამშრომლობს მის დასამარცხებლად და საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყოველთვის მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს და მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ", -ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.