თამბაქოს კომოპანია PhilipMorris უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმში არსებული ფილიალის დახურვის შესახებ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების საფუძველი სიმფეროპოლის ფილიალის ეკონომიკური მდგომარეობა გახდა.
Philip Morris უკრაინა, რომელიც ხარკოვშია განლაგებული შიდა ბაზრისა და ექსპორტისთვის ამზადებს Chesterfield, Bond Street, Marlboro, L&M და Parliament-ის მარკის სიგარეტს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 16 მარტს გამართული ე.წ. რეფერენდმის საფუძველზე, რუსეთმა ყირიმი მიიერთა. უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა აცხადებენ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.