საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმუხურში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული საბრძოლო კატარღის გამოჩენას "საფრთხის მატარებელი" უწოდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედვლობა შეზღუდულად ხორციელდება, ყველა მსგავსი ქმედება საფრთხის მატარებელია", - განაცხადა კალანდაძემ.
საგარეო უწყებაში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოასდგილემ განმარტა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობასთან, აღნიშნული სახის პროვოკაციული ინცინდენტების თავიდან ასაშორებლად და უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.
"საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.