24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, ეროვნული კინოცენტრი გამართავს ჟურნალ Film Print - ის მეცამეტე ნომრის პრეზენტაციას. 2014 წლის შემოდგომის ნომრის რედაქტორები არიან ხელოვნებათმცოდნე ანნა ძიაპშიპა და კინომცოდნე - ნინო ძანძავა.
ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი.
ახალ ნომერში აქცენტი დოკუმენტურ კინოსა და არქივის პრობლემებზე გაკეთდა.
ჟურნალში მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები.
გაეცნობით სპეციალურ პროექტებსა და ფოტოპროექტებს.
იხილავთ ვრცელ ინტერვიუებს: რეჟისორებთან: პაველ ლოზინსკისთან, რომან ბალაიანთან, რუსტამ იბრაგიმბეკოვთან და სხვა.
ჟურნალის მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათიკოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ჟურნალი საინტერესო იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკითხველისთვისაც, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ზოგადი ინტერესის გაზრდასკინოს მიმართ. ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
მასალის გამოყენების პირობები