7-9 აპრილს საქართველოს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი სტეფან ფულე ეწვევა. ამის შესახებ საგარეო უწყებაში დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა
ნინო კალანდაძეის განცხადებით, დაგეგმილია სტეფან ფულეს შეხვდრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
"სტეფან ფულეს ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ადგილზე გაეცნოს რეგიონში შექმნილ ვითარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე, საქართველოში არსებულ ვითარებას და შიდაპოლიტიკურ საკითხებს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტეფან ფულე, სავარაუდოდ, დანიტერესდება საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობობით და მას საშუალება მიეცემა, როგორც ხოლისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ამ პროცესტან დაკავშირებით.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზაია, არჩევნებს, რაც სეიზლება მეტი საერტაშორისო დამკვირებელი დაესწროს მათ შორის ევროკავსირიდა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სტეფან ფულე მოინახულებს დევნილებს და შეხვედრას გამართავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან.