ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლასგან დაღუპულია 5 ათსამდე ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია.
„9911 ებოლათი ინფიცირებულიდან დაღუპულია 4868 ადამიანი. მხოლოდ გასული პარასკევიდან დაღუპულთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 936-ს მიაღწია", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
მონაცმებეში შესულია გვინეის, ლიბერიის, სიერა ლეონეს, ესპანეთის და აშშ-ის სტატისტიკა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლას წინააღმდეგ ვაქციანციის კამპანიის დაწყებას 2015 წლის იანვრიდან გეგმავს.