ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებით, რუსეთი ეწინააღმდეგება ეუთოს მისიის გაფართოებას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ახალი პუნქტების გასახსნელად.
აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ეუთოს წარმომადგენლები განლაგებულნი არიან მხოლოდ ორ პუქტზე, რომელიც საზღვრის ერთ კილომეტრიან ზოლს მოიცავს.
წამომადგენლობის ხელმძღვანელმა დანიელ ბერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი არ იძლევა თანხმობას ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტების შესაქმნელად.
რუსეთმა ასევე უარი განაცხადა, უკრაინაში ეუთოს დამკვირებელთა რაოდენობის გაზრდაზე.
მასალის გამოყენების პირობები