დღეს, 5 აპრილს, "ეროვნული საბჭო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგიონული კანდიდატების პრაიმერის წესით შეირჩევას იწყებს.
თბილისის მერობის კანდიდატს კი ~ეროვნული საბჭო~ 9 აპრილს დაასახელებს, რომელსაც 6-8 აპრილს ჩატარებული სოციოლოგიურ გამოკითხვის საფუძველზე შეარჩევს.
თბილისის მეორობის კანდიდატები ზვიად ძიძიგურს, კობა დავითაშვილსა და გია მაისაშვილს შორის გამოვლინდებიან.
პრაიმერში 12 პოლიტიკური პარტია - ~საქართველოს კონსერვატორული პარტია~, ~ხალხის პარტია~, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~, ~მომავლის პარტია~, მოძრაობა ~ქრისტიანული საქართველო~, ვეტერანთა კოალიცია ~მამულიშვილი~, ~სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი~, ~კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია~, ~შენთვის საქართველო~, ~მშრომელთა უფლებების დამცველი პარტია~, ~სოციალ-დემოკრატიული პარტია~ და ~სამშობლო~ მონაწილეობს.
პრაიმერი 20 აპრილისთვის დასრულდება.