პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შეფასებისას აცხადებს, რომ მარგველაშვილისა და პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება განიხილებოდეს ერთადერთ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის დასაწყისი.
,,სავარაუდო შეხვედრა შეიძლება განიხილებოდეს ერთადერთ შემთხვევაში თუ ეს იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის დასაწყისი. მოგეხსენებათ, ნებისმიერი შეხვედრა ორმხრივი სურვილი უნდა იყოს და როგორც მინიმუმ ორი მხარის მზადყოფნა რაღაც გადაწყდეს. საქართველო რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა ამას ვამტკიცებთ დიდი ხანია, მაგრამ ასეთი მზადყოფნა რუსეთისგან არ არის", _განაცხადა ფხალაძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა შეხვდეს ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, თუ ქართული მხარიდან შესაბამისი სიგნალი იქნება.
,,ჩვენ ველოდებით თბილისიდან კონკრეტულ სიგნალს, თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება. პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ თუ მიიღებს სიგნალს ქართული მხარიდან შეხვედრა შედგება", _განაცხადა პესკოვმა.
თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პესკოვის განცხადების საპასუხოდ განმარტავს, რომ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა არ განიხილება.
,,შეხვედრები იგეგმება და ხორციელდება დიპლომატიური არხებით. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. Aარც ერთი ნოტა, არც ერთი საინფორმაციო სიგნალი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რუსეთის მიმართულებით შვეიცარიის საელჩოს გავლით არ გასულა, ამიტომ ჩემთვის უცნობია რა სახის შეხვედრაზეა საუბარი. იყო ამაზე საუბარი მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს კითხა შესაძლო შეხვედრის შესახებ ეს იყო და ეს, ამის იქით წინ არაფერი არ წასულა", _აცხადებს ზალკალიანი.
,,