მოსკოვში აეროპორტში „ვნუკოვო 3" აფრენისას თვითმფრინავი Falcon 50 თოვლსაწმენდ მაქანას შეეჯახა. თვითმფრინავში მყოფი ოთხი ადამიანი - ეკიპაჟის სამი წევრი და მგზავრი - ფრანგული სანავთობო კომპანია Total-ის პრეზიდენტი კრისტოფ დე მარჟერი - დაიღუპნენ.
შესაბამისი ინფორმაცია დაადასტურა აეროპორტის პრესსამსახურმა და ნავთობკომპანიის წარმომადგენელმა.
რუსეთის სამართალდამცავები კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.